LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელი გვაძლევს ოქროს შესაძლებლობას უკეთესი ევროპული ავიაცია შევქმნათ – EUROCONTROL

82
Grounded Boeing 737 MAX aircraft are seen parked at Grant County International Airport in Moses Lake

„2021 წელი იძლევა ოქროს შესაძლებლობას უკეთესი ევროპული ავიაციის შექმნისთვის, არსებული პრობლემების სასწრაფოდ მოგვარების გზით”, – ამის შესახებ EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი აცხადებს. პანდემიის შედეგად, ავიაციის სფეროში არსებული უდიდესი ზარალის მიუხედავად, ის მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ მოსახლეობის გამოჯანმრთელების ტემპი 2021 წელს გაიზრდება, რადგან ვაქცინა მთელს მსოფლიოში გავრცელდება. ამასთან, აშკარაა, რომ საავიაციო სექტორს მომდევნო წლებში ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება. თუ ჩვენ 2021 წელს უკეთესი ავიაციის შექმნა გვსურს, უნდა დავიწყოთ ძირითადი საკითხების მოგვარება, როგორებიცაა: საავიაციო სისტემის დაფინანსების, რეგულირებისა და ინტეგრირების გზა,“– აღნიშნა ეამონ ბრენანმა.

ცნობისთვის, EUROCONTROL-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საერთო ჯამში, ავიაკომპანიების ზარალი 56,2 მლრდ ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები