LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კეთდება: მთავრობის სამშენებლო პროექტები 2020 წლისთვის

366
skola

მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, მთავრობამ 2020 წლისთვის გათვლილი მშენებლობებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების გეგმა წარადგინა. როგორც მმართველი გუნდი აღნიშნავს, ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე  60-ზე მეტი სკოლის მშენებლობას და 106 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციასა და გამაგრებას. პროექტის მიხედვით მომავალ წელს დაიწყება 77 ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეკონსტრუქცია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინისტრის განმარტებით, რეფორმა მოიცავს განათლების სფეროს ყველა მიმართულებით და გამოყო რამდენიმე მთავარი ასპექტი. მათ შორის არის სკოლის ინფრასტუქტურა. მიხეილ ბატიაშვილის ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტების მასშტაბი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ სკოლას მოიცავს.

“აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – ერთი წლის აქტიური მუშაობის შედეგად განათლების სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. მისი ათვისება მომავალი წლიდან დაიწყება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, რამდენიმესთან მოლაპარაკება კიდევ მიმდინარეობს. ეს რესურსები არსებულ ბიუჯეტთან ერთად განათლების რეფორმას მოხმარდება,“ – განმარტავს მინისტრი.

ინფრასტუქტურული პროექტების 2020 წლისთვის განხორციელება იგეგმება თავდაცვის სამინისტროშიც, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი 26 მილიონი ლარი გაიზრდება 100 მილიონამდე. აღნიშნული სიახლეები მოიცავს ჯარისკაცების ეკიპირების სრულ განახლებას და კვების ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთანავე დაგეგმილია ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხელფასების ზრდა 100-დან 500 ლარამდე, წოდებისა და რანგის შესაბამისად. ასევე სოციალური დაზღვევის პირობების გაუმჯობესება.

„2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი“ – პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები