LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის საუკეთესო ავიაკომპანიები დასახელდა

284
Boeing-787-9-Livery-Unveiling-April-2014-1-1

რომელი ავიაკომპანიებით უნდა ვიფრინოთ მომდევნო, ანუ 2020 წელს – AirlineRatings.com-მა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ავიაკომპანია Air New Zealand-ია.

რეიტინგში მეორე პოზიციაზეა Singapore Airlines-ი, ხოლო მესამეზე All Nippon Airways-ი. საუკეთესო ავიაკომპანიების ხუთეულში მოხვდნენ: Qantas და Cathay Pacific.

აღსანიშნავია, რომ AirlineRatings.com ერთადერთი საიტია, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოების და სერვისების შეფასებას ახორციელებს.

თბილისიდან ტაილანდისკენ პირდაპირი ფრენა დაინიშნა

გაიგეთ როდის დაიწყება ფრენები ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე

რაც შეეხება, საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში პირველ პოზიციაზე გასულ Air New Zealand -ს, ახალი ზელანდიის ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელიც დაფუძნდა ოკლენდში. დღეისათვის ავიაკომპანია ახორციელებს 25 ადგილობრივ და 26 საერთაშორისო ფრენებს მსოფლიოს 15 ქვეყანაში, აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ოკეანეთის მასშტაბით. 1999 წლიდან Air New Zealand არის ვარსკვლავური ალიანსის წევრი. ავიაკომპანია 1940 წელს დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები