LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დაკავებულია

66
FORTUNA.GE- (2)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში, დაკავებულმა და მისმა თანამზრახველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ პირს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული ჭრილობების შედეგად, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, მომდევნო დღეებში კი კიდევ ერთი პირი დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გარდაბანში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულია ერთი პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები