LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის საუკეთესო ფოტო, რომელმაც ტრამპის პოლიტიკაზეც იქონია გავლენა

2717
111

ამ ფოტომ ფოტოჟურნალისტიკის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში “World Press Photo 2019” (მსოფლიო ჟურნალისტიკის ფოტო 2019) გაიმარჯვა. კონკურსში მონაწილეობა თითქმის 5 ათასმა ფოტოგრაფმა მიიღო, რომლებმაც დაახლოებით 78 ათასი ნამუშევარი გააგზავნეს.

ეს არის შემთხვევა, როდესაც ერთი ფოტო ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ცვლის!

ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ ტირის ჰონდურასელი გოგონა, სახელად იანელა სანჩესი მაშინ, როდესაც ის დედასთან, სანდრა სანჩესთან ერთად, ამერიკელმა მესაზღვრეებმა დააპატიმრეს. შემთხვევა ტეხასის შტატის ქალაქ მაკალენში 12 ივნისს მოხდა.

მიგრანტების ოჯახი, აშშ-ს ხელისუფლებამ დააკავა. სანდრა სანჩესის თქმით, ის და მისი ქალიშვილი მთელი თვის განმავლობაში ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში მოძრაობდნენ, სანამ აშშ-ს თავშესაფრამდე მიაღწევდნენ.

მანამდე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა გამოაცხადა საზღვარზე, რომლის თანახმად, იმ ემიგრანტების წინააღმდეგ, რომელთაც აშშ-ს მასშტაბით იპოვიდნენ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა. დაკავების დროს ხშირად მშობელი შვილს შორდებოდა და მათ სხვადასხვა საპატიმრო ადგილებში გზავნიდნენ.

მას შემდეგ, რაც ეს ფოტო მთელ მსოფლიოში გავრცელდა, აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა დაადასტურა, რომ იანელა და მისი დედა, ათასობით დაშორებულ დედა-შვილს შორის არ იყვნენ. ამასთან, საზოგადოების კრიტიკამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გავლენა იქონია და მან, 20 ივნისს შემდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შეცვალა.

გთავაზობთ ამ გახმაურებული დაკავების კიდევ რამდენიმე ფოტოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები