LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს საქართველოში 7 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა

266
ef3yegt43r782eufifhbejd

2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 5.4%-ით (212 090 მგზავრით) არის გაზრდილი. დაფიქსირებული მაჩვენებელი დაახლოებით 9-10%-ით ჩამორჩება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებს მოცემული პერიოდისთვის (მგზავრთნაკადის ზრდის 9 თვის ჯამური მაჩვენებელი დაახლოებით 14-15% უნდა ყოფილიყო), რაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა თვეში 2 971 398 მგზავრს მოემსახურა, რაც 0.68%-ით (20 180 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 524 068 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2.01% ით (10 336 მგზავრით) მეტია 2018 წლის 9 თვეში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობაზე.

2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი – 179 201 მგზავრით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 497 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 093 მგზავრით, შესაბამისად 20.23%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ცხრა თვეში 1 519 მგზავრი მიიღო, რაც 193 მგზავრით მეტია (15%) ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განვლილი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 512 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე გასული წლის სამ კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 19 307, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 901, ხოლო ჩარტერების 2 406. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 2.72%-ს შეადგენს.

უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 18 507.686 ტონა შეადგინა, რაც 380.08 ტონით, შესაბამისად, 2.01%-ით ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა, რაც ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა.

2019 წლის განვლილ პერიოდში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: “AIR FRANCE”; “Air Malta”; „SmartLynx Airlines“ (ჩარტერული რეისები); “GetJet”  (ჩარტერული რეისები); „Onurair” (ჩარტერული რეისები); „Uzbekistan Airways” და “Aircompany Armenia”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები