LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს საქართველოს ფოსტაში გზავნილთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

123

შპს “საქართველოს ფოსტამ“ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ 2017 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო. გატარდა მრავალი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები და განხორციელდა წარმატებული პროექტები, რის შედეგადაც კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას ზრდა ჰქონდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. 2017 წელს საქართველოს ფოსტაში გზავნილთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, მათი ჩაბარების მაჩვენებელმა გზავნილთა სახეობის მიხედვით შეადგინა: წერილობითი კორესპოდენცია 88.7%; ამანათი 91.8%; EMS 94.8%. აღსანიშნავია, რომ გზავნილთა საერთო რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეკლამაციის (პრეტენზიის) წლიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 0.1% შეადგინა.

„Prime“-ის რეიტინგით“ საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა. აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. საქართველოს ფოსტა არჩეული იქნა მსოფლიო საფოსტო კავშირის „UPU-ს“ ხარისხის ფონდის და მსოფლიო საფოსტო კავშირის რეფორმირების სამუშაო ქვეჯგუფებში, მსოფლიო საფოსტო კავშირთან ურთიერთობის, ხარისხისა და ოპერირების ჯგუფებში, ასევე სტანდარტების ექსპერტების მუშა ჯგუფების შემადგენლობაში.

„ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“ – ასე აფასებენ საქართველოს ფოსტას, ევროპის საფოსტო კავშირის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი საფოსტო ოპერატორები.

„საქართველოს ფოსტა“ მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს. გასულ წელს დაინერგა ახალი ტექნოლოგიები წერილობითი კორესპონდენციის გამტარიანობის მონიტორინგის მიმართულებით და „საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის საბაჟო ელექტრონული დეკლარირების პროგრამას შეუერთდა. გასულ წელსვე „საქართველოს ფოსტამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კატარის ფოსტასთან, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ფოსტის ლოჯისტიკური ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით, ასევე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს საფოსტო ბიზნესის სიახლეებზე, ახალი საფოსტო პროდუქტების დასანერგად შესაძლო თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, 2017 წელს საქართველოს ფოსტამ ააშენა 2 ახალი სერვის ცენტრი და განაახლა – 16. საქართველოს ფოსტა 2017 წელს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად იქნა დასახელებული, კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე მაღალკვალიფიციური კადრი.

მიმდინარე წელს „საქართველოს ფოსტას“ დაგეგმილი აქვს რიგი სერვისცენტრების განახლება, ახალი პროდუქტების დანერგვა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მომხმარებელს მარტივად და სწრაფად შეეძლება სასურველი მომსახურების მიღება.

მიმდინარე წელს „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებს უმასპინძლებს; მაისში საქართველოში გაიმართება EMS კოოპერატივის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც ევროპის 40 საფოსტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, გაცვლიან ინფორმაციას მომსახურებასა და საოპერაციო პროცესში განხორციელებულ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებს დასახავენ. ასევე განიხილება ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის საკითხები და პრიორიტეტები. ოქტომბერში თბილისში გაიმართება PostEurop-ის პლენარული სხდომები, სადაც 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გაიმართება საფოსტო საქმიანობის შესახებ ბიზნეს ფორუმი, საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობით.

ცნობისთვის, „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები