LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის ნანიკო წიქარიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩი გახდა

131

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნანიკო წიქარიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩად აირჩიეს.

20 წლის გოგონა წარმოშობით გორიდანაა. ამჟამად, სასწავლებლად უცხოეთში იმყოფება.

ნანიკო წიქარიძე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში 1200-მდე აპლიკანტს შორის შეარჩიეს.

“ცრემლებამდე ბედნიერი მე 😊 აწ უკვე ახალგაზრდა ელჩი ნანი წიქარიძე, საფრანგეთი იურისპრუდენციის და ინტელიგენციის ქვეყანააო ამბობენ და მეც სიმბოლურად არც მეტი არც ნაკლები შუაგულ პარიზში ვიგებ, რომ ახალგაზრდა ელჩი გავხდი და 1200 კანდიდატურიდან ამარჩიეს, სიტყვები ემოციებს ვერ აღწერს, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ შრომა ფასდება და სურვილები ოცნებებად არ რჩება, არამედ შრომის შედეგად ყოველთვის რეალობად იქცევა 💫” – წერს ნანიკო წიქარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები