LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ 20 ივნისი არის ნაციონალური მოძრაობის პროტესტი არასწორი და არასამართლიანია – გია ხუხაშვილი

124
5d0cbfbfb2857796788454

„ხელისუფლების მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ 20 ივნისი არის ნაციონალური მოძრაობის პროტესტი არასწორია და არასამართლიანია“,-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით ხელისუფლების იგნორირება ან აგრესიული განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკურად არასწორია.

„20 ივნისის მოვლენების ნამდვილად იყო ტრაგედია. თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდა გოგომ, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებდა თვალი დაკარგა და თავდაყირა დადგა მისი მომავალი. ეს ტრაგედია.

იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ხელისუფლების კომენტარები მეჩვენება, რომ არაადეკვატურია. იმიტომ რომ ჩვენ გვავიწყდება შინაარსი რას უკავშირდებოდა 20 ივნისის აქცია.

დღეს ხელისუფლების მხრიდან იმაზე ლაპაარკი, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის პროტესტი არასწორი და არასამართლიანია. მე მეტსაც გეტყვით, თვითონ ეს პროტესტი საკმაოდ სპონტანურად დაიწყო. არათუ ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული არ იყო, არამედ მათ ლიდერებს არც უშვებდნენ ტრიბუნასთან. მერე  უკვე დაუკავშირდა პოლიტიკას. ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა და ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად ხელისუფლების მხრიდან იგნორირება ან აგრესიული განცხადებები 20 ივნისთან დაკავშირებით არასამართლიანი, არაადეკვატური და პოლიტიკურადაც არასწორია“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები