LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისთან დაკავშირებით კითხვები მეორეხარისხოვანია – გიორგი გახარია

98
pjimage

“ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, 20 ივნისის მოვლენების შეფასების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცავმა სისტემამ სწორი ქმედებებით ქვეყანა დესტაბილიზაციას აარიდა.

“20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება – ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის პირადად, აი ასე, არის მეორეხარისხოვანი.

რა არის ჩემთვის მთავარი? ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა თუ ბევრი წელი გავა, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს”, – აცხადებს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები