LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისს გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პარლამენტიდან, დანარჩენები ხაზზე იყვნენ ჩვენთან – შსს

128
1555765349-0-379-2967-2048-600x0-80-0-0-410baa7e0d2089259762fe4cda2ac18d

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ გუშინ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, დიპლომატებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა და გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

„იმ ღამეს თუ გახსოვთ, გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, მთელი ღამის განმავლობაში ხაზზე იყვნენ ჩვენთან, პროცესს აკვირდებოდნენ.

გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ. 

საგარეო უწყება გახარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

შს მინისტრის თქმით, 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა გააკეთა. უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველად ესმის, რომ ვინმემ ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის

კონსტანტინიდი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს თავიდან განმარტავს

სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია.

შენობაში მიიყვანა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ეცადა დაეზუსტებინა გახარიას განცხადება, კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ კითხვა გაიგო ძალიან კარგად და არ ადასტურებს ასეთ ინფორმაციას.

მოგვიანებით კონსტანტინიდმა მის მიერ გაკეთებული განცხადება თავიდან განმარტა და თქვა, რომ სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში.