LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

188
publika.ge-20-tamlinai

კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი, საპროცესო შეთანხმების შემდეგ, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. სამივე პირი დამნაშავედ არის ცნობილი. მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, მათ 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ. სასამართლო პროცესზე სამივე პირმა ბრალი აღიარა.

აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად, ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. რაც შეეხება მის საქმეს, ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 20 ინვისის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა.

20 ივნისის საქმეზე ბრალი კიდევ ერთმა დაკავებულმა აღიარა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები