რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს.

პროკურატურაში განმარტეს, რომ 20-21 ივნიის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხზე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზ,ე პროკურატურამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. 

ბრიგინგზე აღინიშნა, რომ 2019 წლის 21 ივნისს შსს-ს თანამშრომელმა იარაღის გამოყენებით სამსახურებრივ მოველეობას გადაამეტა , რაც იმაში გამოიხატა იმაში, რომ აქციის ორ მონაწილეს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა.

პროკურატურა სასამართლოს სამართალდამცავისთვის პატიმრობის შეფარდებას სთხოვს.

 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები