LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 თვეში დაკარგული 100 მილიონი – ქართული ტურიზმის გამოწვევები

98
shutterstock-635591039

საქართველომ ზაფხულის 2 თვეში – ივლისსა და აგვისტოში ტურიზმის სფეროში 100 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა , – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, ივლისში საქართველომ 57, აგვისტოში კი 56 მილიონი დოლარი დაკარგა. დანაკლისმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,4% შეადგინა.

ტურიზმის სექტორში შემოსავლების კლების მთავარ მიზეზად ქვრივიშვილმა რუსეთიდან ფრენების შეწყვეტა დაასახელა.

შეგახსენებთ, 2019 წლის იანვარ-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.5 მილიარდ დოლარი (ზრდა +7%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 95 მილიონით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები