LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 დღეში „ენგურჰესი“ სრულად გაჩერდება

190
48FD5269-A287-4A03-B973-9D76DAA33BAE-cx8-cy0-cw92-w1200-r1

2 დღეში „ენგურჰესი“ სრულად გაჩერდება. არსებული ინფორმაციით, რეაბილიტაციის გამო, ჰესი ფუნქციონირებას 3 თვით შეწყვეტს.

„20 იანვარს, ღამის 12 საათზე სადგური გაჩერდება და გვირაბში დაიწყება სარემონტო სამუშაოები, რაც აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. გრაფიკით დამტკიცებული გეგმის მიხედვით, 1 მაისს ენგურჰესი უკვე უნდა მუშაობდეს ქსელში“ – ამბობს „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია. მისივე ინფორმაციით, ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება.

აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიას მიიღებს და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.

აფხაზეთში კრიპტოვალუტის წარმოება აიკრძალა - სავარაუდო მიზეზი ენგურჰესის გაჩერებაა

ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო მიიღეს

ცნობისთვის, ენგურის ჰიდროელექტროსადგური უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები