850-ზე მეტი გაუქმებული ავიარეისი დღეში და 44.5 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი – ეს ის შედეგია, რომელსაც ავიაკომპანია British Airways-ის თანამშრომლების გაფიცვა მოიტანს.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ბრიტანული ავიაკომპანიის პილოტებმა მასშტაბური გაფიცვა დღეს დაიწყეს. პროტესტი 2 დღის განმავლობაში (ანუ ხვალინდელი დღის ჩათვლით) გაგრძელდება და ჯამში 1700-ზე მეტი რეისი გაუქმდება (დღეში 850-ზე მეტი ავიარეისი). რაც შეეხება ზარალს, პილოტების გაფიცვის შედეგად, British Airways 1 დღეში 44.5 მილიონ ევროს დაკარგავს.

აღსანიშნავია, რომ პილოტების გაფიცვის მიზეზი ანაზღაურების შესახებ დავა გახდა.

მასშტაბური ორდღიანი გაფიცვის გამო დაზარალდება ათასობით მგზავრიც.

მსგავსი თემები