LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„19 წლის ახალგაზრდას, რომელიც დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა“ – გურჯაანის მერი

237
BeFunky-collage (3)

სოფელ კარდენახში ქელეხში ჩასულ პირს COVID-19 დაუდგინდა. ინფიცირებული 19 წლისაა. ამის შესახებ “ტვ პირველთან” გურჯაანის მერმა ისაუბრა. არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ახალგაზრდას დაახლოებით 30 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ კარდენახში პაპის დასაფლავებაზე იმყოფებოდა, დაკრძალვის შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა. მას ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდა. ამ დროისათვის, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთან კონტაქტებს იკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 110-მდე გაიზარდა. მათ შორის 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები