LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 თებერვალს, თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი

135
1579085754-178960

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 17 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი. 18,19, 20 თებერვალს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა, +2 – +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლიც კახეთის რეგიონში. კვლავ შენარჩუნდება ღამით ყინვები. დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.

დღეს ღამით, თბილისში -3 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით კი მცირე, ხანმოკლე თოვლი და ნისლი იქნება შესაძლებელი თბილისში. შესაძლოა ყველგან არც იყოს. ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსამდე გათბება.

18 და 19 თებერვალს უნალექო ამინდია მთელს საქართველოში, დასავლეთში დღის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსამდე. თბილისში 18 თებერვალს +10 გრადუსია მოსალოდნელი, 19 თებერვალს კი +14 გრადუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები