LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 საათი ნანგრევების ქვეშ:თურქმა მაშველებმა კიდევ ერთი ქალი გადაარჩინეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება

278
thumbs-b-c-68c7b09d4864362bf4c3339358cc9633

თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში უკვე რამდენიმე საათია რაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ათეულობით ადამიანს ეძებენ. ცოტა ხნის წინ, ელაზიგის პროვინციაში გადაარჩინეს ქალი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მაშველებმა ორმოცამდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, მათ შორის ორსული ქალის, რომელიც ნანგრევებში 12 საათი იმყოფებოდა.

საავადმყოფოებში მკურნალობას 120-ზე მეტი დაშავებული გადის. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან შესაძლოა მიწისქვეშა ბიძგები განმეორდეს. რთული ვითარების გამო თურქეთის პრეზიდენტმა ტრაგედიის ადგილზე სამხედრო ვერტმფრენები და დამატებითი სამაშველო ძალები გაგზავნა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები