LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17-მა დეპუტატმა ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს – პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ იღებენ

109
parlamenti

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირეს, თუმცა მის მისაღებად საჭირო ხმები არ აქვთ. საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა.

როგორც ცნობილია, ბოიკოტის გამო საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ ქართული ოცნების, მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების 96 დეპუტატია ჩართული.

ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დაიწევს.

„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია.

“იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან”,  – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შემცირდება იმ დეპუტატები რაოდენობა, რომელიც ფრაქციის შექმნისთვის არის საჭირო. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად. 

„მოქალაქეები“ კი ვარაუდობენ, რომ გამოჩნდება 17  სამშობლოზე სეყვარებული დეპუტატი, ომელიც პარლამენტში შევა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები