LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-ში აქციის დაანონსება ემსახურება ერთადერთ მიზანს, დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი, ყველანი რუსთაველზე, 20-ში – ზურა ჯაფარიძე

518
ჯაფარა

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას, სავარაუდოდ, არ შეუერთდება და ყველას 20 ივნისს ეპატიჟება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან აქციის დაანონსება ემსახურება 20 ივნისის აქციის მუხტის დაგდება.

“16-ში აქციის დაანონსება, როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ 20 ივნისი არის თარიღი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.

მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე, მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან. ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში” – წერს ჯაფარიძე.

16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება: პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები