LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 მარშრუტს ავტობუსები დაემატა

229
avtobusxalx

დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს დღეიდან, დამატებითი ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რეკომენდაციების დაცვის მიზნით, 30 ერთეული ავტობუსი N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებს დაემატება. აქვე განმარტებულია, რომ სატრანსპორტო საშუალების დამატება მგზავრთა ნაკადის მაღალმა მაჩვენებელმა გამოიწვია, რაც მონიტორინგის საშუალებით დადგინდა.

„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მგზავრთნაკადების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა, როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება. მგზავრთნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს“- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები