LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ივლისამდე შეიძლება შეიზღუდოს მიმოსვლა, თავშეყრა, საკუთრება – პარლამენტმა კანონი უკვე დაამტკიცა

291
5ec6a4847f6ea

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

ოპოზიციას, არც “ევროპულ საქართველოს” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ახალი რედაქციით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, ადამიანის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, მას გასაგები ფორმით უნდა განუმარტონ, რა არის მისი გადაყვანის საფუძველი, რომ აქვს უფლება გადაყვანის შესახებ შეატყობინოს სასურველ პირს, ასევე, აქვს უფლება ადვოკატზე. არასრულწლოვნის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა ეცნობოს მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები