LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-16 იანვარს ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტება

55
FORTUNA.GE-

2021 წლის 15 იანვრის 22:00 სთ-დან 16 იანვრის 01:00 სთ-მდე პერიოდში, 3 საათით, ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს გადაადგილებისთვის ალტერნატიულ რეჟიმს სთავაზობს, რომლით მოძრაობაც საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება:

“დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით და ქუთაისის და ნიკეას ქუჩების გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება გეგუთის კვანძის გამოყენებით ნიკეას ქუჩის გავლით.” – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული შეზღუდვა გზებზე განსახორციელებელ სამუშაოს უკავშირდება – 15 იანვარს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 218-ე კმ-ზე არსებული ჭიშურას სახიდე გადასასვლელიდან 228-ე კმ-ზე არსებული გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთზე არასტანდარტული საგზაო ნიშნის განთავსება, რის გამოც, გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა სამი საათით იკეტება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები