LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ – ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს

4470
BeFunky-collage (8) (1)

რუსთავი 2 კურიერის წამყვანემა, თამარ ბაღაშვილმა და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა.ამით შესახებ მათ ფეისბუქგვერდზე დაპოსტეს.

“ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით. მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით”, — წერს თამარ ბაღაშვილი.

https://www.facebook.com/tamara.geotvr/posts/2722744847736928

დღეს რუსთავი 2 დატოვა გიგლა თუმანიშვილმაც.  ის მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს და ამბობს, რომ რჩება იმ ადამიანების გულშემატკივრად, ვინც არხზე რჩება.

“11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია!!! როგორც ჩანს არ ყოფილა ბევრი დრო, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დროა ერთ ოთახში იცხოვრო და აკეთო ის საქმე რაც ძალიან გიყვარს!!! დიახ მე ვცხოვრობდი რუსთავი 2-ში,ძალიან დიდ დროს ვატარებდით არხსზე რომელიც ჩვენ ჩვენი წილი აგურებით ვაშენეთ. მიყვარს უზომოდ ეს ტელევიზია, დავრჩები იმ ადამიანების გულშემატკივრად ვინც გააგრძელებს ამ არხზე მუშაობას!!!

მე წავედი… ხვალ მოვა ის ვინც საბოლოოს გამორთავს რუსთავი 2-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები… მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით!”, — წერს თუმანიშვილი.

ტელევიზია დატოვა მაიკო ლომიძემაც.

“2004-2019 ჩემი ხელით არ დაგანგრევინებ ამ ქვეყანას. ერთი წუთი არ ვიმუშავებ შენთვის!”- დაწერა სოციალურ ქსელში ლომიძემ

თანაგუნდელების პროტესტს შეუერთდა ეკო მაღრაძეც.

“პოსტი მშობლიური ხარაგაულიდან,სადაც შვებულებას ვატარებ
დასრულდა ჩემი 13-ტ წლიანი ისტორია რ2-თან ერთად.ბევრი რამის თქმა შემიძლია,მაგრამ მოკლედ დავწერ-ამ
ტელევიზიის დამსახურებაა,რომ ერთმა, ჩვეულებრივმა გოგომ,საზოგადოებაში თავისი,ძალიან პატარა ადგილი დავიკავე და ამდენი წელი იმ საქმეს ვემსახურე,რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ისეთი რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ვერავინ წარმოიდგენს რას ვგრძნობ ახლა,თუმცა ცხოვრებაში არაფერი მუდმივი არაა. რაღაცის დათმობა სულ გვიწევს.ამ ეტაპზე
ასე გამოვიდა. წლების განმავლობაში იმ სიმართლის მჯეროდა,რასაც მაყურებელი ჩემგან ისმენდა და ახლა ვერაფრით ვერ ვილაპარაკებ სხვანაირ “სიმართლეს”,ამ შეურაცხყოფას პირველ რიგში ჩემს თავს არ მივაყენებ,ამიტომ ჯობია აქ დასრულდეს!..ნოდარ მელაძის არ იყოს,მეც შვილების გაჩენას ველოდები. ჰოდა,შვილების გაზრდასთან ერთად დამატებით თუ რაიმე საქმის კეთება მომინდა კიდევ,მაშინ გადავწყვეტ,სად და ვისთან ერთად ვიმუშავებ. (რა თქმა უნდა, არა რ2-ში) ამ ეტაპზე მხოლოდ
პირადი,ოჯახური ამბების დროა! პ.ს ოფიციალურ განცხადებას დავწერ,როგორც კი ჩავალ თბილისში. ეს პოსტი კი მხოლოდ იმიტომ დავწერე,რომ კითხვის ნიშნები აღარ იყოს ჩემთან დაკავშირებით”- წერს ეკო მაღრაძე

ამ დროისთვის, პირად ფეისბუკ გვერდზე  არხის დატოვების შესახებ საჯაროდ დაწერეს ეკა გაგუამ, სოფო ზურაბიანმა, მარიამ გაფრინდაშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, დავით ერაძემ, რუსუდან ჯაბანიშვილმა და ნინო სამყურაშვილმა.

რუსთავი 2 მაუწყებლობას საინფორმაციო პროგრამების გარეშე აგრძელებს.

ამ დრომდე არ განახლებულა ახალია ამბები ტელეკომპანიის ვებგევრდზეც. ამ ფორმით ჟურნალსტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ.

საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელის გარეშე დარჩეინილი ტელევიზიის თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვენენ გადაღებაზე. აპროტესტებენ საინფორმაციო სამსახურის ახალ კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ.

შუბლაძე რუსთავი 2-ში დაბრუნებაზე: შემოთავაზება მივიღე, გადაწყვეტილება – არა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები