LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 რამ, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გააკეთო – რჩევები უცხოელი ბლოგერისგან

171
1

თუ საქართველოში მოგზაურობას გეგმავ, მაშინ გაითვალისწინე, რომ არის 14 რამ, რაც აქ აუცილებლად უნდა გააკეთო – ამ რჩევას უცხოელ მოგზაურებს, ბლოგერი Aaron Explores აძლევს, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საკუთარ მიმდევრებს სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნებს აცნობს.

Aaron Explores საქართველოზე ვრცელ, 10 წუთიან ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე, ქართულ ბუნებასა და სამზარეულოზე აღფრთოვანებით საუბრობს.

https://www.youtube.com/watch?v=sRpxt2g9ROk&fbclid=IwAR0J7WqK9v97yeMfYAjxOPsgEapYWsgLqrqkqoThMNMB_cwyT5x6cbL63ig

მაშ ასე, 14 რამ, რაც საქართველოში უნდა ნახო და გააკეთო, ცხადია Aaron Explores-ის აზრით:

1. ჯუთა – სუფთა ჰაერი, დაუჯერებელი სიმწვანე, მთები და მდინარე – აქ საქართველოს ბუნებას შეიგრძნობ;

2. პრომეთეს მღვიმე ;

3. კაცხის სვეტი – დიახ, ის ნამდვილად არსებობს;

4. თბილისი ცხადია, არ უნდა დატოვო საქართველო მისი დედაქალაქის მონახულების გარეშე. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქია;

5. ავტოსტოპით მგზავრობა – მიიღებ ემოციებს, რომელიც არასდროს დაგავიწყდება;

6. ჯვრის მონასტერი – ულამაზესი ტაძარი, უნიკალური მდებარეობით;

7. ხინკალი – ქართული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო;

8. მესტია;

9. ჭიათურა;

10. ვარძია – ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება საქართველოში, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი;

11. ბათუმი – აქ მზე სხვანაირად ჩადის;

12. რაბათის ციხე;

13. საფარას მონასტერი;

14. ოკაცეს კანიონი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები