კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, 21 მილიონს გადააჭარბა, აქედან 754 ათასამდე დაიღუპა. მზარდია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. პაციენტთა რაოდენობა, ვინც ვირუსი დაამარცხა უკვე 14 მილიონს სცდება.

ვითარება რთულია ვირუსის მხრივ ყველაზე რთულ ქვეყნებში.  ამერიკის შეერთებულ შტატებში 55 ათასამდე ახალი ფაქტი გამოვლინდა, დაიღუპა 1 300 ადამიანი.

64 ათასი ახალი შემთხვევა აქვთ ინდოეთში, გარდაიცვალა 1000-ზე მეტი.

ბრაზილიაში კი 60 ათასი ახალი შემთხვევით, საერთო ჯამში, ინფიცირების უკვე 3,300,000 ფაქტი ფიქსირდება.

ბრაზილიის გარდა მზარდია მაჩვენებლები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც.

მნიშვნელოვნად მატულობს მონაცემები ევროპაშიც – საფრანგეთში ბოლო 24 საათში 2,700-მდე ახალი დაავადებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პირი.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთი, მალტა და ნიდერლანდები დაუმატა. შეზღუდვა ძალაში ხვალიდან შედის.

შედარებით იკლო ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები