LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვროცლავი ევროპის საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებად დასახელდა

tr

ვროცლავი ევროპის საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებად დასახელდა. პოლონურ ქალაქს საუკეთესოს წოდება საიტმა „საუკეთესო ევტოპული დანიშნულებები“ მომხმარებელთა შეფასებების შესწავლის შემდეგ მიანიჭა.

„პოლონეთის ვენეციად“ წოდებულ დანიშნულებას ხმა 41 ათასზე მეტმა მოგზაურმა მისცა. მეორე ადგილი ესპანეთის ჩრდილოეთში მდებარე ულამაზესმა ბილბაომ დაიკავა. დასახლებით წელს მინიმუმ 40 ათასი ტურისტი მოიხიბლა. ლიდერთა სამეული კი ფრანგულმა კოლმარმა დაასრულა. ქალაქმა ცოტა ნაკლები – 32 ათასი ხმა მიიღო. მთლიანობაში საუკეთესო ევროპული ქალაქის წოდებისთვის 20 ქალაქი იბრძოდა და მათ შორის ისეთი „მძიმეწონიანებიც“ იყვნენ, როგორიცაა – პარიზი თუ ამსტერდამი. თუმცა, ათეულში მოხვედრა მათ საერთოდ ვერ შეძლეს და მხოლოდ მე-13 და მე-15 პოზიციებს დასჯერდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები