LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ბავშვის ჩვენების თანახმად, 53 წლის ბაბუამ 5 წლის განმავლობაში მასზე 100-ზე მეტჯერ იძალადა

1009
არასრულწლოვანი - გაუპატიურება

13 წლის ბავშვის ჩვენების თანახმად, 53 წლის ბაბუამ 5 წლის განმავლობაში მასზე 100-ზე მეტჯერ იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ არასრულწლოვანი გოგონას ჩვენებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ირკვევა, რომ ბავშვს ბაბუა საკუთარ ლოგინში, სადაც ასევე მის ტყუპისცალ დას ეძინა, წლების განმავლობაში აუპატიურებდა.

არასრუწლოვანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად ჰყვება, თუ რა ქმედებებს ახორციელებდა ბაბუა. დაზარალებული აცხადებს, რომ დაახლოებით, 8 წლის ასაკიდან მასთან ბაბუა გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა, 10 წლის ასაკიდან კი უკვე სექსუალურ აქტს ამყარებდა.

ჩვენების მიხედვით, ბაბუა შვილიშვილს აფრთხილებდა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის მოეყოლა, რადგან სამართალდამცავები ორივეს დააკავებდნენ.

დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ეს „ყველაფერი ზღაპარია“ და რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაბუა ბავშვების დედისგან შურისძიების მსხვერპლია.

13 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას ბრალი წარედგინა

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები