LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 200-ზე მეტი დასაქმებული – „აწარმოე საქართველოში“ მონაცემები

80

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ  ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 328 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 200-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.  

შეგახსენებთ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვას წარმოადგენს.

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები