LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ჰქონდეთ თუ არა პედაგოგებს მაგია – კრის ემდინის რეკომენდაციები

ChristopherEmdin_2013S-embed

კრის ემდინი მიიჩნევს, რომ მასწავლებლებმა უნდა ისწვალონ მაგია. იმისთვის, რომ მოსწავლეები დააინტერესონ, უნდა გადადონ ძველი მიდგომები და მოსწავლეების, სტუდენტების გადმოსახედიდან შეხედონ სასწავლო პროცესს. ამის შესახებ მან TED-ზე ისაუბრა.

„არიან მასწავლებლობის მსურველები, ისინი უსმენენ პროფესორს, რომელიც ასწავლის მოძველებული მეთოდით, ეს მეთოდი მოსწავლეების დაინტერესებას და ჩართულობას სრულად გამორიცხავს. არიან  მოსწავლეები, რომლებიც ცდილობენ მოიფიქრობს გზა, თუ როგორ არ წავიდნენ სკოლაში, რომელმაც მათი დაინტერესება ვერ შეძლო. და არიან პედაგოგებიც, რომლებსაც სტუდენტებით სავსე აუდიტორია უსმენს, მათ ელიან, ისინი აღფრთოვანებას იწვევენ. დიახ, არიან მასწავლებლები, რომლებიც მიდიან სკოლებში და შეუძლიათ დააინტერესონ აუდიტორია. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ სწორედ საჭირო მაგია.

მაგიის სწავლა შესაძლებელია. მომავალის მასწავლებელი უნდა მოერგოს სიტუაციას. ჩემს უნივერსიტეტში დავიწყე პროექტი მასწავლებელთა განათლების ლექციებზე, პროექტის მიხედვით თითოეული სტუდენტი მიდის და უყურებს რეპ კონცერტს. ისინი უყურებენ მათ მოძრაობას, საუბარს, მანერებს… და იწყებენ ამ პატარა დეტალების შესწავლას, რაც გახდება მაგიის გასაღები. თუ ჩვენ შევძლებთ მასწავლებელთა განათლების შეცვლას, ყურადღებას მივაქცევთ მასწავლებლების სწავლებას, ჩვენ შევძლებთ მკვდარი კლასი გამოვაცოცხლოთ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები