LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი – მთაწმინდაზე ფიქსირდება

114
61058893_2646184142076338_8691207120521003008_o

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 10,4% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რაოდენობრივად ეს არის 4 568 ამომრჩეველი.

მთაწმინდის ოლქში, სხვა ოლქებთან შედარებით, ყველაზე დაბალი აქტივობაა დაფიქსირებული.

ყველაზე მაღალი აქტივობა 35,7% დაფიქსირდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რაც რაოდენობრივად არის 163 ამომრჩეველი.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ახმეტა – 18,4% (225 ამომრჩეველი)
  • მარნეული – 14% (13 957ამომრჩეველი)
  • ადიგენი – 23,1% (260 ამომრჩეველი)
  • ზესტაფონი – 16,5% (9 048ამომრჩეველი)
  • ჭიათურა – 17,6% (7 545 ამომრჩეველი)
  • ტყიბული – 17,7% (630 ამომრჩეველი)
  • წყალტუბო – 22,2% (935 ამომრჩეველი)
  • ოზურგეთი – 17,8% (904 ამომრჩეველი)
  • ზუგდიდი – 20,1% (24 282 ამომრჩეველი)
  • ხულო – 19,5% (4 700 ამომრჩეველი)

დღე ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები