LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ჯადოსნური ფილმი, რომელიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო განწყობის შესაქმნელად ესა არის ფილმი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ. ჩვენ შევარჩიეთ ყველასთვის საყვარელი საახალწლო და საშობაო ფილმები, სადაც ახალი წელი მართლაც გასაკუთრებულია.

რეალური სიყვარული

„სიყვარული ჩვენს გარშემოა და ის ყველგან რეალურია“- ასე იწყება ფილმი ნამდვილ სიყვარულზე, სადაც ახალი წლის დღეებში უამრავი სასწაული ხდება. განსხვავებული ადამიანების სიყვარულის ისტორია, რომელიც ერთ სიუჟეტად იკვრება. „რეალური ისტორია“ – ეს არის ფილმი, რომელშიც უამრავ ცნობილ მსახიობს იხილავთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ახალ წელს სასწაულები ხდება.

1

მარტო სახლში

კრის კოლამბუსმა ეს ფილმი 1990 წელს გადაიღო და მას შემდეგ ის ყოველ ახალ წელს განსაკუთრებულ განწყობას გვიქმნის. ესა არის ისტორია საოცარ ბიჭზე, რომელიც არ შეუშინდა ბოროტებას და ახალი წელი განსაკუთრებული გახადა.

2

შვებულება

ფილმი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ცხოვრებაში ცვლილებები აუცილებელია. ქეით უინსლეტისა და კამერონ დიაზის ამ ფანტასტიკური თამაშის შემდეგ, ყველას გაუჩნდება სურვილი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

3

ბრიჯიტ ჯონსის დღიური

ეს ფანტასტიკური მელოდრამა რენე ზელვეგერის მონაწილეობით გვარწმუნებს, რომ ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ფილმში მოვლენები ახალ წელს ვითარდება. მათ შორის ახალ სურათშიც, სადაც ბრიჯიტ ჯონსი უკვე დედის ამპლუაში გვევლინება.

4

ინტუიცია

ფილმი ნამდვილ სიყვარულზე, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის. მსახიობების ფანტასტიკური თამაში, შესანიშნავი საშობაო გარემო, ჯადოსნური ატმოსფერო და რომანტიკული სიუჟეტი  უდავოდ შეგიქმნით საახალწლო განწყობას.

5

მეოჯახე

ფანტასტიკური საახალწლო მელოდრამა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებზე დაგაფიქრებთ. ნიკოლას ქეიჯისა და თეა ლეონის მონაწილეობთ შექმნილი ეს საახალწლო ფილმი უდავოდ მიგახვედრებთ, რომ ოჯახი უპირველესია.

6

ნოელი

ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების ცხოვრება რადიკალურად იცვლება ახალი წლის ღამეს. აქ ყველას თავისი ტრაგედია აქვს, თუმცა შობა ის დღეა, რომელსაც თითოეულის ცხოვრებში ნამდვილი ბედნირება მოაქვს.

7

ძველით ახალი წელი

ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ახალი წლის ღამეს. გარი მარშალის ულამაზესი მელოდრამა სიყვარულზე, სასწაულებზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ახალ წელზე. ესაა ფილმი, სადაც რეჟისორმა ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავებს მოუყარა თავი და შედეგმაც არ დააყოვნა. რობერტ დენირო, ჰილარი სვონქი, მიშელ ფაიფერი, ზაკ ეფრონი, სარა ჯესიკა პარკერი, ეს მცირე ჩამონთვალია მსახიობებისა, რომლებსაც ამ ფილმში იხილავთ.

8

საჩუქარი შობას

არნოლდ შვარცნეგერის ერთ-ერთი საუკეთესო როლი კომედიურ ჟანრში. რაზე მიდიან მშობლები, რომ საკუთარ პატარებს საახალწლო სურვილები შეუსრულონ. ძალიან  კეთილი და პოზიტიური ფილმი უდავოდ კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

9

სანამ შენ გეძინა

ფანტასტიკური ფილმი სანდრა ბალოკის მონაწილეობით. მთავარი ამბავი აქაც ახალი წლის ღამეს ხდება. შემთხვევითი შეხვედრა, რომელიც მეტროსადგურის თანამშრომლის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ფილმი მიგვანიშნებს, რომ სიყვარული ხანდხან იქა არის, სადაც მას არ ელოდები.

10

ქეითი და ლეო

ჰიუ ჯეკმანი და მეგ რაიანი გვარწმუნებენ, რომ ცხოვრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მათთვის, ვისაც სურს დროებით მოწყდეს დატვირთულ სამუშაო რეჟიმს და გადაეშვას საოცრებების სამყაროში, ეს ფილმი ამის შესანიშნავი საშუალებაა.

11

უძინარნი სიეტლში

მეგ რაიანისა და ტომ ჰენქსის დუეტი 90-იანებიდან დღეს უკვე კლასიკად იქცა. არაჩვეულებრივი ფილმი სიყვარულზე, სადაც ახალი წელი კვლავ წამყვანი თემაა.

12

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები