LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ყველაზე პოპულარული ფილმი ეპიდემიების, პანდემიებისა და ვირუსებთან ბრძოლის შესახებ

23373
virusmoviesnews

საინტერესოა, რომ კორონვირუსის პანდემიის პირობებში კინომოყვარულთა დიდი ნაწილი ისეთი ფილმების ყურებას არჩევს, რომელთა სცენარიც მეტ-ნაკლებად ახლოს დგას დღევანდელ რეალობასთან. ფილმები სხვადასხვა ვირუსის გავრცელებისა და ეპიდაფეთქების შესახებ ამ დღეებში განსაკუთრებით პოპულარულია. მაგალითად გამოდგება თუნდაც ფილმი ,,ეპიდემია”/Outbreak, რომელიც Netflix-ზე ყველაზე ხშირად ყურებადი ფილმების სიაში ამ დროისათვის მე-9 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ფილმი “ინფიცირება” / Contagion, რომლის სიუჟეტსაც ყველაზე ხშირად ადარებენ დღევანდელობას.

სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ფილმებს ეპიდემიების, პანდემიებისა და ვირუსებთან ბრძოლის შესახებ.

„შტამი ანდრომედა“ / The Andromeda Strain (1971)
IMDB: 6.7

რეჟისორი: რობერტ უაისი

როლებში: ჯეიმს ოლსონი, არტურ ჰილი, დევიდ ოუენი

ფილმი, რომელიც ფანტასტი მწერლის, მაიკლ კრაიტონის ნაწარმოების ეკრანიზაციაა, მაყურებელს დღემდე ძალიან უყვარს. მთავარი მოქმედი პირი კოსმოსიდან დედამიწაზე შემოჭრილი ვირუსი „ანდრომედაა“, რომელსაც პლანეტის საუკეთესო მეცნიერები ებრძვიან.

“12 მაიმუნი“ / 12 Monkeys (1995)
IMDB: 8.0

რეჟისორი: ტერი გილიამი

როლებში: ბრიუს უილისი, ბრედ პიტი, მედლინ სტოუ

სიუჟეტი მიმდინარეობს ახლო მომავალში, 2035 წელს. ვირუსმა გაანადგურა დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ხოლო გადარჩენილები მიწის ქვეშ არსებულ ბუნკერებში იმალებიან. ფილმის მთავარი გმირი პატიმარი ჯეიმზ კოულია, რომელსაც დროის მაქნანის მეშვეობით გზავნიან წარსულში. კოულმა გამანადგურებელი ვირუსის სინჯები უნდა მოიპოვოს, რათა მეცნიერებმა შექმნან ვაქცინა.

„ეპიდემია“ / Outbreak (1995)

IMDB: 6.6

რეჟისორი: ვოფლგანგ პეტერსენი

როლებში: დასტინ ჰოფმანი, კევინ სპეისი, მორგან ფრიმენი

არმიის ექიმები ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ მომაკვდინებელი ვირუსის შესაჩერებლად, რომელიც კალიფორნიაში აფრიკიდან ჩამოყვანილმა მაიმუნმა ჩამოიტანა.

„28 დღის შემდეგ“ /28 Days Later (2002)

IMDB: 7.6

რეჟისორი: დენი ბოილი

როლებში: კილიან მერფი, ნაომი ჰარისი

ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსის დიდ ბრიტანეთში გავრცელებიდან 4 კვირის გასვლის შემდეგ გადარჩენილთა ჯგუფი თავშესაფრის პოვნას ცდილობს.

„კაცობრიობის შვილები: /Children Of Men (2006)

IMDB: 7.9

რეჟისორი: ალფონსო კუარონი

როლებში: ჯულიანა მური, კლაივ ოუენი

უცნობმა ვირუსმა კაცობრიობა უნაყოფოდ აქცია, თუმცა ვითარება შეიძლება შეცვალოს ორსულმა ქალმა, რომელიც კაცობრიობის ბოლო იმედია.

„მე ვარ ლეგენდა“ / I Am Legend (2007)

IMDB: 7.2

რეჟისორი: ფრენსის ლოურენსი

როლებში: უილ სმიტი, ალისა ბრაგა

მეცნიერი რობერტ ნევილი უკანასკნელი გადარჩენილი მცხოვრებია იმ ტერიტორიისა, რომელიც ოდესღაც ნიუ-იორკი იყო. ზომბი-აპოკალიფსის 3 წლის განმავლობაში იგი მუდმივად ცდილობს შექმნას ვირუსის ვაქცინა და არ კარგავს იმედს, რომ იპოვის სხვა გადარჩენილებს.

„სიბრმავე“ / Blindness (2008)

IMDB: 6.6

რეჟისორი: ფერნანდო მეირელესი

როლებში: ჯულიანა მური, მარკ რუფალო, გაელ გარსია ბერნალი

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ჟოზე სარამაგუს ნაწარმოებზე დაფუძნებულ ფილმში პლანეტაზე მოულოდნელად ვრცელდება ვირუსი, რომელიც ადამიანებს არ კლავს, მაგრამ აბრმავებს. ეს კი სრულიად საკმრისია იმისათვის, რომ სამყარო განადგურდეს იმ სახით, როგორითაც არსებობს.

„ინფიცირება“ / Contagion(2011)

IMDB: 6.7

რეჟისორი: სტივენ სოდერბერგი

როლებში: მეტ დეიმონი, ქეით უისლეტი, მარიონ კოტიარი, ჯუდ ლოუ, გვინეტ პელტროუ

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი მაყურებელთა ნაწილმა ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც კი მიიღო კორონავირუსზე, თუმცა საბედნიეროდ, კორონავირუსი ისეთი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ვირუსი, რომელიც ფილმში ელვის სისწრაფით ვრცელდება. ვირუსის წარმოშობის ადგილი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები ებრძვიან, „ინფიცირებაშიც“ ჩინეთია.

“მსოფლიო ომი Z” / World War Z (2013)
IMDB: 7.0

რეჟისორი: მარკ ფორსტერი

როლებში: ბრედ პიტი, მირილ ენოსი

მოულოდნელად გამოჩენილი ვირუსი ადამიანებს აგრესიულ ზომბებად აქცევს. ფილმის მთავარი გმირი, გაეროს თანამშრომელი გარი ლეინი თავის გუნდთან ერთად ეძებს პასუხებს კითხვებზე და ცდილობს, გაიგოს როგორ შეიძლება ამ ყველაფერთან ბრძოლა.

“პანდემია“ / Pandemic (2016)
IMDB: 5.0

რეჟისორი: ჯონ სუიტსი

როლებში: რეიჩელ ნიკოლსი, ალფი ალენი

პლანეტაზე მომაკვდინებელი ვირუსის პანდემიაა, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად ჭარბობს ჯანმრთელთა რაოდენობას. ექიმი ლორენი ლოს- ანჯელესში ჩადის და სათავეში უდგება მეცნიერების ჯგუფს, რომლებიც წამლის შექმნაზე მუშაობენ.

“ცხელი ზონა“ / The Hot Zone (2019)
IMDB: 7.3

რეჟისორი: ჯეიმს ჰარტი

როლებში: ჯულიანა მარგულისი, ნოა ემერიჰი

ფილმი მოგვითხრობს ებოლას ვირუსის გავრცელებაზე აშშ-ში. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მკვლევარი, ექიმი ნენსი ჯააქსი მეცნიერთა გუნდთან თანამშრომლობს. მათი მიზანი ეპიდემიის შეჩერებაა.

პოპულალურები