LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის მოსწავლემ დაასახელა 10 მიზეზი, რის გამოც მოსწავლეებს სკოლაში სიარული არ უნდათ

2870
L-489

სკოლა არ გვასწავლის, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება და აუცილებელიცაა, რადგან მხოლოდ ასე შეგიძლია, ისწავლო.

კონფერენციის – „Завтра по имени“ – თერთმეტი წლის მონაწილე ყვება, თუ რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა.

  • მასწავლებელი – როდესაც თქვენ სკოლაში მოდიხართ, პირველ რიგში გვინერგავთ შიშს – მასწავლებლის შიშს.
  • შეფასების შიში – პირველი შიშის შემდეგ ჩნდება ქულების შიში, ამის შემდეგ კი სასჯელის მიღების შიში მშობლებისგან და სკოლის დირექტორისგან. სკოლა ყურადღებას არ აქცევს რას წარმოადგენ, აქ მიღებული ქულების მიხედვით გაფასებენ.
  •  შეცდომის დაშვების შიში – კიდევ ერთი შიში – ეს შეცდომის დაშვების შიშია. სკოლა არ გასწავლის, რომ შეცდომები შეიძლება დაუშვა და ეს აუცილებელიცაა, რადგან მხოლოდ ასე შეგიძლია ისწავლო.
  •  დაცინვა – დაცინვა თანაკლასელებგან. ხშირად ეს მასწავლების ბრალია. მასწავლებელი მოსწავლეების თანდასწრებით ერთმანეთს ადარებს მათ მიღწევებს. მე ბავშვებისთვის განკუთვნილ ხელოვნების წრეში დავდიოდი, ბისერებით სამაჯურების აწყობა, თიხით ძერწვა, ტყავის სამაჯურების კეთება და ბევრი სხვა რამ ვისწავლე. როდესაც აღმზრდელი სკოლაში მასტერკლასის შესათავაზებლად მივიდა და ჩემს მიღწევებზე ესაუბრა მასწავლებელს, მან თქვა: „ტიმოთის გულისხმობთ? შეუძლებელია“.
  •  უაზრო ტესტები – ტესტი, რომელსაც გაკვეთილებზე გვაძლევენ უაზროა, რადგანაც მოცემული პასუხები არ გვაძლევს საკუთარი პასუხის ვარიანტს.
  •  საშინაო დავალებების მოცულობა – მე ვკითხულობდი, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ საშინაო დავალება გავლენას ახდენს ბავშვების მუშაობასა და განათლებაზე. ერთხელ იმდენი საშინაო დავალება მომცეს, რომ სამი საათის შემდეგ წამოვდექი და კისერი ვერ შემოვატრიალე. სასწრაფო დახმარების ცენტრში წამიყვანეს და ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში კისრის კორსეტით დავდიოდი.
  • უნიკალობის აკრძალვა – სკოლაში არ უყვართ, როდესაც სხვებისგან გამოირჩევი. ეს მიდგომა მასწავლებლიდან მოდის და აისახება მოსწავლეებზეც, რაც გავლენას ახდენს მათზე მთელი ცხოვრების მანძილზე.
  •  სკოლა არ გასწავლის ბედნიერებას – წავიკითხე, რომ როდესაც “ბითლზის” წევრი ჯონ ლენონი ხუთი წლის იყო, დედამ მას უთხრა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბედნიერება. შემდეგ ის წავიდა სკოლაში და იქ ჰკითხეს: “ვინ გინდა გამოხვიდე?” მან უპასუხა: “ბედნიერი”. მას უთხრეს: “თქვენ ვერ გაიგეთ დავალება”, რაზეც მან უპასუხა: “თქვენ არ გესმით ცხოვრება”.
  • სკოლა არ გასწავლის ინფორმაციასთან მუშაობას – მაგალითად, მე ვუყურებ არხს YouTube- ზე, სადაც ფიზიკის მასწავლებელი მარტივად და მომხიბლავად საუბრობს. ასეთი რესურსების ყურება და კითხვა თავისუფლად შეცვლის ათობით მოსაწყენ გაკვეთილს.
  • სკოლა არ ამზადებს ადამიანებს ზრდასრულის ცხოვრებისთვის – სკოლა ზრდასრული ცხოვრებისთვის მზადებაა. თუმცა, ის არც იმას გვასწავლის, როგორ შეინარჩუნო ან გაზარდო შემოსავალი, არც იმას, როგორ მიიღო ის და არც იმას, როგორ გამოიმუშავო. ვთვლი, რომ მთავარი საგანი, რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, ისეთი საგანია, რომელიც ერთმანეთის გაგებაში დაგვეხმარებოდა. ურთიერთობის ცოდნა ხომ ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები