LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11-მა ქართულმა საწარმომ საკარანტინე სივრცეები რძის პროდუქტებით უფასოდ მოამარაგა

175
92258828-2536911396549198-838620084262928384-n

11-მა ქართული რძის ნიშნის მატარებელმა ყველის საწარმომ – მილკენი, წინწყარო+, ყველის ქოხი, შუამთა, ცივის ყველი, წიფორა სამცხე, ცეზარი, ხიზა, დისველი, თელეთი, თავიანთი ნაწარმი ჩააბარა ინფექციური დაავადებისა და შიდსის ცენტრს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათობით კგ. ყველით უსასყიდლოდ მომარაგდა ასევე აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და სასტუმრო “შატო მერე”, სადაც განთავსებული არიან კარანტინში მყოფი პაციენტები.

აღსანიშნავია, რომ 11-ვე საწარმო შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტის- „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ბენეფიციარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები