LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11-13 ოქტომბერს ბუშეტში ოჯახური სემინარი ჩატარდება (ფოტოები)

225
amonashvili

დღეები, რომლებიც გახდება თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულისა და საუკეთესო მოგონებების წყარო, – ამონაშვილის აკადემია მშობლებისათვის, 11-13 ოქტომბერს ბუშეტში ოჯახურ სემინარზე გიწვევთ.

სემინარს ყველასთვის საყვარელი შალვა და პაატა ამონაშვილები გაუძღვებიან. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს აქტიური ურთიერთობა ექნებათ შალვასთან და პაატასთან.

სემინარზე ჩატარებული ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები, დაგეხმარებათ უფრო ჰარმონიულად იცხოვროთ ოჯახში, უფრო მარტივად გაუგოთ თქვენს შვილებს და მათთან ურთიერთობა გახადოთ ორივე მხარისთვის საინტერესო.

ბუშეტში ასევე დაგხვდებიან მაღალი კლასის პედაგოგები, რომლებიც 3-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მათთვის საინტერესო პროგრამით დატვირთავენ.

დასწრება ყველას შეუძლია. ამისთვის უბრალოდ საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Uoyqw5tNTsfWQBKh9

იხილეთ ბუშეტის ფოტოები:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები