LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად – საინტერესო ფაქტები და 2019 წლის რეიტინგი

600
BeFunky-collage

მსოფლიო, როგორც ლამაზი და გასაოცარი ადგილებით, ისე განსაკუთრებულად კომფორტული და ადამიანზე მორგებული ქალაქებითაა სავსე.  წარმოგიდგენთ 10 ქალაქს, სადაც ცხოვრება, 2019 წლის კვლევების თანახმად, ყველაზე სასურველი და კომფორტულია. კომფორტულობა სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდა. ესენია: მოწესრიგებული ინფრასტრუქუტრა, სოციალური პირობები, განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, კლიმატი და სხვა.

 

ადელაიდა – ავსტრალია

საინტერესო ფაქტი

ქალაქ ადელაიდადან არც თუ ისე შორს ბაროსას წყალსაცავია. ამ წყალსაცავს ნახევარწრიული კაშხალი შემოჰყვება, რომელიც უნიკალურია აკუსტიკური თვისებებით. კედლის ერთ ბოლოში ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მეორე ბოლოში, რომელიც 100 მეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, გარკვევით ისმის.

 

კოპენჰაგენი – დანია

საინტერესო ფაქტი

კოპენჰაგენში ჯერ კიდევ შემორჩენილი არიან ბუხრის მწმენდავები. მთლიანობაში რამდენიმე ათეული მუშაობს. ისინი ისევე გამოიყურებიან, როგორც ასობით წლის წინ, ყველა ჭვარტლით დასვრილია, შავი სამოსი აცვიათ და შავი ქუდები აფარიათ.

ტოკიო – იაპონია

საინტერსო ფაქტი

უენოს უძველეს ზოოპარკს, ტოკიოში, 2 500-ზე მეტი შინაური ცხოველი ჰყავს. ყოველწლიურად ზოოპარკი 2 თვის განმავლობაში იკეტება ცხოველების ვიზიტორებისგან დასვენების მიზნით.

 

ტორონტო – კანადა

საინტერესო ფაქტი

ტორონტო კულტურულად ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქია. ტორონტოს მცხოვრებთა დაახლოებით ნახევარი ემიგრანტია. ქალაქში მოისმენთ მსოფლიოს თითქმის ყველა ენას.

ტოპ 8 ქვეყანა, სადაც ყველაზე ლამაზი მამაკაცები ცხოვრობენ

გოგონებო, აი სად უნდა წახვიდეთ, თუ ჯერ არ გიპოვნიათ მეორე ნახევარი.

 

ვანკუვერი – კანადა

საინტერესო ფაქტი

ვანკუვერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქია. ამის მიზეზი შეძლება ისიც იყოს, რომ ვანკუვერში გრინპეისის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია შეიქმნა.

 

სიდნეი – ავსტრალია

საინტერესო ფაქტი

ავსტრალიის უდიდესი ქალაქები, სიდნეი და მელბურნი, მრავალი წლის განმავლობაში ედავებოდნენ ერთმანეთს დედაქალაქის წოდებისთვის. იმისთვის, რომ ეს ხანგრძლივი დავა ამოწურულიყო, აშენდა ქალაქი კანბერა, რომელიც საბოლოოდ ავსტრალიის დედაქალაქი გახდა.

 

კალგარი – კანადა

საინტერესო ფაქტი

2017 წელს, კალგარიში 1 მილიონი 235 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის მოსახლეობის შემადგენლობა თითქმის სრულყოფილად არის დაბალანსებული სქესის მიხედვით: 501 ქალზე 499 კაცი მოდის. კალგარის მკვიდრთა საშუალო ასაკი 36 წელია.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში დიდი რაოდენობით თანხა იგზავნება

ოსაკა – იაპონია

საინტერესო ფაქტი

ოსაკაში მდებარეობს უნიკალური აეროპორტი “კანსაი”, რომელიც ზღვის ყურეში, ხელოვნურ კუნძულზეა აშენებული.

 

მელბურნი – ავსტრალია

საინტერესო ფაქტი

მელბურნი, სადაც 2013 წლის მონაცემებით დაახლოებით 4 246 345 ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი (მილიონერებით სავსე) ქალაქია.

ვენა – ავსტრია

საინტერესო ფაქტი

ვენაში შეგიძლიათ წყალი ნებისმიერი ონკანიდან უსაფრთხოდ დალიოთ. ავსტრიის დედაქალაქში წყალმომარაგება პირდაპირ სანიტარული ზომებით აღჭურვილი ალპური წყაროებიდან ხორციელდება. ვენის წყალი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები