ტურისტების უმრავლესობა ხშირად ირჩევს პოპულარულ და ტრადიციულ მიმართულებებს. მაგრამ არის ქალაქები, რომელთა ნახვა გულგრილს არავის ტოვებს და იქიდან დატვირთული შთაბეჭდილებებით და კმაყოფილები ბრუნდებიან.

 

სინტრა, პორტუგალია

პორტუგალიის ყველაზე პოპულარული ქალაქები ლისაბონი და პორტოა. თუმცა დედაქალაქთან ახლოს მდებარე ულამაზესი ისტორიული სინტრას ნახვა სავალდებულოა.

 

რონდა, ესპანეთი

ტურისტების უმრავლესობა ბარსელონაში ან მადრიდში მიფრინავს, არადა რონდა არანაკლებ შთამბეჭდავი ადგილია.

 

გდანსკი, პოლონეთი


კოხტა და მყუდრო გდანსკი ტურისტებს დიდხანს ამახსოვრდებათ.

 

ბლედი, სლოვენია


ამ ადგილს საერთოდ არ სჭირდება კომენტარი. ერთ ფოტოზეც ეტყობა რა სილამაზეა.

 

ჩეშკი კრუმლოვი, ჩეხეთი

თუ პრაღაში უკვე იყავით, შემდეგ ჯერზე ჩეშკი კრუმლოვს ეწვიეთ, არ ინანებთ.

 

ალბარასინი, ესპანეთი

ალბარასინის წარმოუდგენელი არქიტექტურა ესპანეთში დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზია, მით უმეტეს, თუ უკვე ნამყოფი ხართ ბარსელონაში ან მადრიდში.

 

ნოვი სადი, სერბეთი


სერბეთი ჯერ იმდენად პოპულარული არ არის ტურისტებში, არადა სანახავი ამ ქვეყანაშიც მოიძებნება. მათ შორის ნოვი სადი.

 

ბრაშოვი, რუმინეთი


რუმინეთში მარტო ბუქარესტი არ არის, სხვადასხვა საინტერესო ადგილს შორის ბრაშოვიც გამოირჩევა.

 

ანსი, საფრანგეთი


ვენეციის მსგავსი რამ საფრანგეთში. აქ თუნდაც იმიტომ არის კარგი, რომ უამრავი ტურისტი არ ირევა.

 

კომანი, ალბანეთი


კომანის მონახულება მარტო ტბის გამო ღირს. არაჩვეულებრივი ხედები, სუფთა წყალი და კიდევ უფრო სუფთა ჰაერი.

 

ბუნებრივია, ეს მცირეოდენი ჩამონათვალი სრული ვერაფრით იქნება. უთვალავია ისეთი ადგილი, რომელიც უნდა ნახოს კაცმა სანამ ცოცხალია. დანარჩენი გემოვნებისა და არჩევანის საკითხია.

მსგავსი თემები