LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის წინ, ბაიდენი-პუტინის ბოლო შეხვედრის დროს, საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა ოკუპაციას არავინ განიხილავს: მაიკლ მაკფოლი

83
1

“10 წლის წინ, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ბოლო შეხვედრის დროს, საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა ოკუპაციას არავინ განიხილავს,” – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის “ტვიტში”, რომლითაც ის ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის განცხადებას ეხმიანება.

ლუკ კოფი წერს, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა უფრო მეტი უნდა იშრომონ იმისთვის, რომ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას საერთაშორისო დღის წესრიგში დაუბრუნდეს, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია. როგორც კოფი აღნიშნავს, თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო აღარ ახსენეს არც პუტინის, არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე.

სწორედ ამის საპასუხოდ მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ სწორედ ასე ხდება, როდესაც დასავლეთი წარსულს ივიწყებს და ორიენტირებულია მომავალზე:

“აი, რა ხდება, როდესაც დასავლეთში წარსულს ივიწყებენ და ორიენტირებულნი არიან მომავალზე. 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას. ვღელავ ყირიმის იგივე ბედის გამო.” – წერს რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი “ტვიტერში” ჰეშთეგით – “არასდროსდაივიწყო”.

აქვე, შეგიძლიათ იხილოთ ლუკ კოფის “ტვიტიც”:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები