LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, ბებიამ სცემა

202
news_9719

10 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ ბებიამ სცემა, ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.ექიმის თქმით, ბავშვს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ ის სახლში გაწერეს.შემთხვევა თელავის ერთ-ერთ სოფელში 2 მაისს მოხდა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო და არასწრულწლოვანის ბებიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ღონისძიებით გამოძიების ამ ეტაპზე შემოიფარგლენ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე სილურჯეები სკოლაში პედაგოგმა შენიშნა. სკოლის დირექტორმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაია ოთარაშვილი ამბობს, რომ სკოლაში მისულ ბავშვს ნაკაწრები და სისხლი შეამჩნიეს.

“ადრე იყო შემთხვევა, მაშინ ბავშვმა თქვა, რომ კატამ დაკაწრა. ბოლოს კი სპეცმასწავლებელმა შენიშნა, რომ ნაკაწრები ჰქონდა და ყურზე სისხლი აღენიშნებოდა. როგორცვე ეს შევამჩნიეთ დავრეკეთ პოლიციაში და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერე ნათესავმა წაიყვანა ბიჭი თავისთან, ერთერთ სოფელში. ახლა თავს კარგად გრძნობენ. დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეს ბავშვები ბებია-პაპასთან იზრდებოდნენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვია. ის კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა სკოლაში”, – ამბობს სკოლის დირექტორი ტელეკომპანია იმედის ცნობით.

შსს-ს ცნობით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, არასრულწლოვან დასთან ერთად, ბებიას განაშორეს. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები