იტალია მოგზაურებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტურისტული მიმართულებაა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენთან – საქართველოში, სადაც ყოველი მეორე იტალიაში მოგზაურობაზე ოცნებობს და დღეს ეს არარეალური სულაც აღარ არის. იტალიის უამრავი ქალაქისკენ უკვე სრულდება პირდაპირი ფრენები როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპოროტებიდან.

ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი ქვეყანა, თავისი ისტორიით, კულტურით, არქიტექტურით, სამზარეულოთი – ნამდვილად რომ გამორჩეულია, ამაზე არავინ დავობს. აქ თითქმის ყოველი შენობა არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენს და ისტორიული ძეგლია.

იტალიაში უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა არა მხოლოდ ისტორიული შენობები, არამედ ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი, რიგითი სასტუმროებიც კი, სადაც ტურისტებს განთავსება შეუძლიათ.

პოპულარულმა სამოგზაურო ჟურნალმა Condé Nast Traveler- მა ყველაზე მშვენიერი იტალიური სასტუმროების სია შეადგინა, რომელშიც 10 სასტუმრო შეიყვანა. აღნიშნული სასტუმროები გამოირჩევა როგორც მათი მომხიბვლელი მდებარეობით, ისე ექსტერიერ-ინტერიერით, ავეჯით, მომსახურებით. ამ სასტუმროების დიდი ნაწილი განთავსებულია ისტორიულ რეზიდენციებში, რენესანსის ციხე-სიმაგრეებში, ან მეცხრამეტე საუკუნის შენობებში.

ალბათ, ფიქრობთ რომ ამ სასტუმროებში განთავსება, ფასებიდან გამომდინარე, არარეალურია  და აქ დასვენებას ყველა ვერ შეძლებს. თუმცა, მთლად ასეც არ არის. სინამდვილეში 1 ღამის ფასი აქ 200-250 ევროდან იწყება ორი ადამიანისთვის, ღირებულება დამოკიდებულია ოთახის ტიპზე. რა თქმა უნდა, ამავე სასტუმროებში ლუქსი შეიძლება 2,000 ევროზე მეტიც კი დაჯდეს.

მაშ ასე, იტალიის ყველაზე მშვენიერი 10 სასტუმრო ჟურნალ Condé Nast Traveler-ის მიხედვით:

Hotel Il Pellicano, ტოსკანა

Belmond Hotel Splendido & Belmond Splendido Mare, პორტოფინო

Portrait Roma – რომი

Caesar Augustus – კაპრი

Palazzo Avino – რაველო

Palazzo Vittoria – ვერონა

Portrait Florence – ფლორენცია

Grand Hotel Tremezzo -კომოს ტბა

Villa Cora – ფლორენცია

Four Seasons Hotel Milan -მილანი

მსგავსი თემები