LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ულამაზესი ადგილი აფრიკაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

1269
travel-africa

აფრიკული საფარი, ეს არის ადგილი რომელის მონახულების შემდეგაც ემოცია ძალიან დიდ ხანს გაგყვებათ. ეს არის შანსი, რომ ჯერ კიდევ ხელუხლებელი ველური ბუნება შეიგრძნოთ, დააკვირდეთ სპილოებს, ჟირაფებს და თან სასიამოვნოდ დაისვენოთ.

საფარის ტერიტორიაზე არის ათობით სასტუმრო, რომელიც დამსვენებელს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები კი სპეციალისტებმა რამდენიმე კრიტერიუმის – ადგილმდებარეობის, სერვისის, საკვებისა და ღირებულების გათვალისწინებით შეადგინეს.

ტოპ-ათეულის სია კი ასე გამოიყურება:

10. მატესტი ვიქტორია, ზიმბაბვე

ულამაზესი ბუნება, ბევრი ცხოველი და მშვიდი დასვენება – მატესტი ვიზიტორებს ხელმისაწვდომი ფასებითაც იზიდავს.

9. მასაი მარას ნაციონალური პარკი, კენია

ველურ ნაკრძალში განთავსებული ქოხები ყველა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ.

8. სერეგნეტის ნაციონალური პარკი, ტანზანია

ვისაც ლომების, ლეოპარდების, სპილოებისა თუ სხვა ველური არსებების ნახვა სურს – სწორედ სერეგნეტს უნდა ესტუმროს.

7. საბი სენდი, სამხრეთ აფრიკა.

ველური ბუნება და ნამდვილი ფუფუნება – სასტუმროში დასვენების მსურველებმა თან საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტიც უნდა იქონიონ.

6. ჰაილდენსი, ტანზანია

მთიან მასივში განთავსებული დაწესებულება ველურ ბუნებასა და კომფორტულ ცხოვრებას შორის ბალანსს მართლაც იდეალურად იცავს.

5. ლონდოლოზი, სამხრეთ აფრიკა

ოჯახური ბიზნესი გლობალური ეკოტურიზმის მიმდევარია. სასტუმროში დასვენება გარემოზე ზრუნვასთან პირდაპირ კავშირშია და ამ მიდგომს ლონდოლოზის ყველა სტუმარი ითვალისწინებს.

4. სამხრეთ ლუანგვას ნაციონალური პარკი

საუკეთესო ადგილი რომ დაისვენო და ენერგიები აღიდგინო. ამაში კი უსაყვარლესი სპილოები დაგეხმარებიან.

3. სერენგეტის ნაციონალური პარკი, ტანზანია

ადგილი სადაც კომფორტი და ფუფუნება ერთმანეთს ერწყმის. სურვილის შემთხვევაში დამსვენებელს ღამის გათენება ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ქვეშაც შეუძლია.

2. გიბის ფერმა, ტანზანია

ბუნებაში გაშენებული ფერმა ვიზიტორებს მშვიდ გარემოს, უნიკალურ გამოცდილებას და აფრიკულ სტუმართმოყვარეობას უმზადებს.

1. საბი სენდი, სამხრეთ აფრიკა

დაწესებულება 6 განცალკევებული კოტეჯისგან შედგება და სტუმრებს ყველაზე მშვიდ, ბუნებასთან შერწყმულ შვებულებას პირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები