LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სექტემბრიდან ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირება: ვისთვის იქნება ფასიანი და ვისთვის უფასო

439
BeFunky-collage - 2020-08-19T131757.035

თბილისის მერიის მიერ დანერგილი ახალი საპილოტე პროექტი, რომელიც პარკირებისთვის საათობრივ გადასახადს გულისხმობს, კახი კალაძის განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს და იგივე პრინციპი საბურთალოზე – პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზეც განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები პირებისთვის ავტომობილების პარკირება სრულიად უფასო, ხოლო სხვა უბნიდან შემოსულებისთვის პირველი 15 წუთიც უფასო და მომდევნო დრო ფასიანი იქნება. პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს.

“ზონალურ-საათობრივი პროექტის მიმართულებით ჩვენ უკვე განხორციელებული გვაქვს საპილოტე პროგრამა კონკრეტულ ქუჩებზე  და საკმაოდ წარმატებით. შემდეგი არის საბურთალო, პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, სადაც იგივე პრინციპი განხორციელება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას იაქტიურონ, იმისთვის, რომ მოხდეს მათი კერძო ავტომობილების დარეგისტრირება ჩვენს სისტემაში. პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც ყავს ავტომობილი, პარკირება უფასოა. ასევე, უფასო იქნება პარკირება შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ჰყავს ელექტრომობილები. სხვა უბნებიდან შემოსული ადამიანებისთვის პარკირების პირველი 15 წუთი უფასო, ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა, ექნებათ გადასახადი. ყველა რაიონში, ყველა უბანში ანალოგიური მიდგომა დაინერგება, თუმცა რაიონების მიხედვით განსხვავებული იქნება პარკირებისთვის დაწესებული გადასახადი”, – განაცხადა კახი კალაძემ.

მერის განმარტებით, 10 სექტემბრიდან უკვე ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირება და მოსახლეობას სთხოვს დროულად დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები.

 

კალაძე ავტომფლობელებს მოუწოდებს საინფორმაციო ჯიხურებს მიმართონ, სადაც მერიის თანამშრონლები ყველანაირად დაეხმარებიან კერძო ავტომობილის დარეგისტრირებაში. ასევე, მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ ფუნქციონრებს ზონალური საათობრივი პარკირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები