LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან

rome

ფინჯანი ჩაი უძველეს სტატუებს შორის (კაფე Canova Tadolini, Via del Babuino 150A/B) – შენობა, რომელშიც კაფეა გასხნილი, 1818 წელს აშენდა არქიტექტორ ადამო ტადოლილინის სახელოსნოდ და მართალია, სტუდია მთელი ოთხი საუკუნე არქიტექტორის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ, მაგრამ დღეს იქ ორიგინალური კაფეა გახსნილი, რომლის ინტერიერს იმპერატორების, მითების გმირების, ღმერთების და ღვთაებების სკულპტურები ავსებენ.

ანტიკვარიატს შორის გაღვიძება (სასტუმრო Arco dei Tolomei, Via dell’Arco de’Tolomei 27) – ტრასტევერეს მოედანზე მოთავსებული, რომის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ატმოსფერული სასტუმროს მფლობელებმა მარკო და ჯოანა ფედოსტიანმა, რომლებიც დიდი ხანია უძველესი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით არიან გატაცებული, საკუთარი კოლექციის ექსპონატებით ექვსი ნომერი გააფორმეს.

ჭადრაკის პარტია ადგილობრივებთან (Bar del Fico, Piazza del Fico 26) – რომაელებისთვის ჩვეული სცენა, როცა ჭაღარა მამაკაცები გასაშლელ მაგიდებზე ჭადრაკს თამაშობენ, დანარჩენები კი, სარკასტული კომენტარებით ამხნევებენ – ბევრს ფელინის ფილმებს გაახსენებს. სხვათაშორის, ჭადრაკის მოყვარულები აქ მანამდეც იყრიდნენ თავს, სანამ 2010 წელს ბარი გაიხსნებოდა მეზობელ რესტორანთან ერთად, სადაც თამამად შეგიძლით შეუკვეთოთ უგემრიელესი სტეიკი.

ღამე კოლიზეუმის ხედით (სასტუმრო Palazzo Manfredi, Via Labicana 125) – შესანიშნავი დიზაინი და უმაღლესი დონის სერვისი, რესტორანი დახვეწილი მენიუთი და ტერასა სახურავზე – ყველაფერი ეს სასტუმრო Palazzo Manfredi-ია თავისი 14 ნომრით, ოთხი ლუქსის მთავარი საძინებლიდან კი, კოლიზეუმის არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

გემრიელად წახემსება (Caffe Propaganda, Via Claudia 15) – ფრანგული ბისტროს სტილში მოწყობილ კაფეში აუცილებლად უმაღლესი ხარისხის პროდუქტით მომზადებული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, უგემრიელეს კოქტეილს და სასიამოვნო ატმოსფეროს შემოგთავაზებენ.

ბუტიკების ბაზრობა ბოსკეტოს ქუჩაზე (Via del Boschetto) – სამხატვრო გალერეების და ღვინის ბარების კვარტალში მოწყობილ ბაზრობაზე მხოლოდ ექსკლუზიური, თვითმყოფადი ბუტიკებია თავმოყრილი, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო დანიელი დიზაინერის ტინა სონდერგრაადის მაღაზიაა ნომრით 1D, ცნობილი მოქანდაკის, ილუსტრატორისა და ავეჯის დიზაინერის ლუიზა ებოლის მაღაზია La Porta de Safi და ღვინის ბარია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება რომში.

საუკეთესო ნაყინი რომში (ჯელატერია Neve di Latte, Via Luigi Polletti) – გურმანების სამოთხემ „თოვლი რძისგან“ ზახა ჰამიდის მუზეუმთან MAXXI ახლოს, თავისი უგემრიელესი ნაყინით გაითქვა სახელი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით  ყავის და შოკოლადის, სეზონური ხილის და ვანილის ნაყინი სარგებლობს.

ღამე ბუტიკ-ჰოტელში ესპანურ კიბესთან (Отель Portrait Roma, Via Bocca di Leone 23) – 1960-ანი წლების ესთეტიკით მოწყობილი სასტუმრო მოდურ კვარტალში თავისი 14 ლუქსით, „ვინტაჟური კონკურენტებისგან“ ორიგინალობით და შედარებით ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ამასთანავე, თამამდ შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიკული საღამო სასტუმროს სახურავზე და დატკბეთ ქალაქის არაჩვეულებრივი ხედებით.

გურმანების საყვარელი რესტორანი Roscioli (Via dei Giubbonari 21) – მცხობელების ცნობილი დინასტიის წარმოამდგენლის ალესანდრო როჩიოლის ოჯახური რესტორანი თავისი ღვინის ბარითა და გასტრონომიის განყოფილებით მართალია, საკმაოდ მარტივ, მაგრამ ყოველთვის „იტალიურად“ გემრიელ კერძებს სთავაზობს გურმანებს.

მაღალი სამზარეულო ბისტროში Marzapane (Via Velletri 39) – ქალაქის ხმაურიან რაიონში, თანამედროვე ხელოვნების გალერეასთან MACRO ახლოს მოწყობილ ბისტროში, მყუდრო ატმოსფეროს სკანდინავიურ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი ქმნის, სამზარეულოს კი, ესპანელი ალბა ესტევეს რიუსი ხელმძღვანელობს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ცნობილი კერძების თამამი ექსპერიმენტული ვერსიებით ანებივრებს სტუმრებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები