LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რამ, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გააკეთო – ევროპული ავიაკომპანიის რჩევა ტურისტებს

225
80743273-1207998616065723-2218816401882218496-n

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair, რომელმაც ქართულ ავიაბაზარზე ოპერირება ცოტა ხნის წინ დაიწყო, ჩვენს ქვეყანაზე ვრცელი სტატიების გამოქვეყნებას აგრძელებს და ამჯერად, მოგზაურებს 10 რჩევას აძლევს.

„10 რამ, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გააკეთო“ – დაახლოებით ამ შინაარსის სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, Ryanair წერს, რომ საქართველო ტურისტული თვალსაზრისით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს 8 მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. როგორც ავიაკომპანია იუწყება, გემრიელი კერძებით, მდიდარი ისტორიითა და უამრავი შთამბეჭდავი ადგილით, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ეს ქვეყანა, უდავოდ ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის.

Ryanair ქუთაისზე კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს და 5 აუცილებლად სანახავ ადგილს ასახელებს

ავიაკომპანია მოგზაურებს საქართველოს ამ უძველესი ქალაქის ნახვას აუცილებლად ურჩევს

რაც შეეხება იმ 10 რჩევას, რომელსაც Ryanair მოგზაურებს აძლევს, ასეთია:

  1. აღმოაჩინე კავკასიის მთები – ადი ზღვის დონიდან 7000 მეტრზე და გადმოხედე იქიდან ულამაზეს ხედებს;

  2. იმოგზაურე ძველ თბილისში – თბილისი ქართული მოგზაურობის დაწყების შესანიშნავია გზაა. ამ ქალაქის უკეთ შესაგრძნობად იარე ფეხით – ეს ისტორიით სავსე ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში;

  3. ნახე ჯვრის მონასტერი, სამთავროს მონასტერი და სვეტიცხოველი – საქართველოს აქვს ძლიერი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიცია. ვინც დაინტერსებული ხართ რელიგიითა და არქიტექტურით – ეს სამი მონასტერი აუცილებლად უნდა იხილოთ;

  4. გაისეირნე წყლის ტრანსპორტით მტკვარზე;

  5. განიტვირთე თბილისის ცნობილ თერმულ აბანოებში -მთელი დღე ფეხით სიარულის შემდეგ, აქ განტვირთვა ნამდვილად მოგეწონება;

  6. ეწვიე სათხილამურო კურორტ გუდაურს და ისრიალე;

  7. ეწვიე მშვიდობის განსაცვიფრებელ ხიდს თბილისში – კაშკაშა და სანახაობრივი, ამ ხიდის ნახვა საღამოს საათებში განსაკუთრებით შთამბეჭდავია;

  8. დააგემოვნე ტრადიციული ქართული ღვინო ქალაქგარეთ – ქართველები ამაყობენ თავიანთი ღვინით და ეს გასაკვირი არ არის. ქვეყანას აქვს ღვინის წარმოების 8000 წლიანი ტრადიცია და საქართველო ერთ – ერთი უძველესი ღვინის რეგიონია მსოფლიოში;

  9. თუ ღამის ცხოვრება გიყვარს – მაშინ აუცილებლად ეწვიე „ბასიანს“. საქართველოს აქვს მდიდარი, მგზნებარე ღამის ცხოვრება, განსაკუთრებით თბილისში.

  10. გაისეირნეთ ცხენებით თუშეთში – თუ გსურს საქართველოს უნიკალური პეიზაჟებით ტკობობა, ამისთვის იდეალური ადგილი სწორედ თუშეთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები