LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რამ, რაც ფიჯიზე არ უნდა გააკეთოთ

973
1-shutterstock_1034426839

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლა იწყება. მხარეებს შორის ოფიციალური ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა. მანამ, სანამ ფიჯიზე გამგზავრებას გადაწყვეტთ,  არის რამდენიმე რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რათა თქვენი მოგზაურობა ყველაზე უსიამოვნო მოგონებად არ იქცეს.

1. არ დაგავიწყდეთ სოფლის ტურის დაჯავშნა

ფიჯი პატარ-პატარა სოფლებითაა სავსე და მათი მონახულება არც თუ ისე ძვირი ღირს. სოფლებში ფიჯელების ტრადიციულ ცხოვრებას ნახავთ, ადგილობრივებსაც გაიცნობთ და ხელნაკეთი აქსესუარების შეძენის საშუალებაც მოგეცემათ.

2. მოერიდეთ „ავტოსტოპს“

თუკი ქალაქში გადაადგილება გჭირდებათ, ტაქსი საუკეთესო არჩევანია. უცხო ავტომობილში ჩაჯდომას მოგზაურები არავის ურჩევენ, რადგან ამ დროს შესაძლოა მთელი თქვენი ქონება დაკარგოთ. ყველაზე მეტი კრიმინალი სწორედ გზებზე ხდება.

3. მთელი ღამე „გაჯაზების“ იმედი ნუ გექნებათ

ფიჯელები დასაძინებლად ძალიან ადრე წვებიან, ამიტომ თუკი გეგონათ რომ დილამდე კლუბში იცეკვებდით – ძალიან ცდებით. და თუ მაინც გინდათ, რომ ფიჯიდან წვეულების გარეშე არ წამოხვიდეთ, მაშინ ახლო მდებარე პატარა კუნძულებს უნდა ეწვიოთ.

4. არ წახვიდეთ სალაშქროდ მარტო

ფიჯის ნაციონალური პარკები მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მათი მოვლა – აუცილებელ აქტივობათა სიაში უნდა შეიტანოთ. თუმცა, სასურველია, თუკი ლაშქრობაში მარტო არ წახვალთ. პარკის მონახულება პარტნიორთან ერთად უფრო სასიამოვნო და ბევრად უფრო უსაფრთხოც იქნება.

5. ზედმეტად არ გაიხადოთ

ქალაქში მოკლე შორტისა თუ ტოპის ტარება არაუშავს, მაგრამ თუკი სოფლებს მიაკითხავთ მხრებისა და ფეხების დაფარვა არ დაგავიწყდეთ. ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე კაცებს და მოკლე შორტები არც მამრობითი სქესის ტურისტებისთვისაა რეკომენდებული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მზის სათვალეც არ ატაროთ, რადგან ფიჯელები ამას უპატივცემულობად ჩაგითვლიან.

6. არ მისცეთ ბავშვებს ტკბილეული

თუკი გინდათ რომ ადგილობრივი პატარები გაახაროთ, შაქრის შემცველ პროდუქტს ნუ მისცემთ. საქმე ისაა, რომ ფიჯი დიაბეტის მქონე ბავშვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

7. არ დარჩეთ გარეუბნებში

თუ გინდათ, რომ თქვენმა მოგზაურობამ კრიმინალის გარეშე ჩაიაროს, მაშინ გარეუბნებს და შემთხვევით შერჩეულ სოფლებს მოერიდეთ. თუ გადაწყვეტთ, რომ სხვანაირი ფიჯის ნახვაც გსურთ, აზრი თქვენი კურორტის ადმინისტრაციას კითხეთ და ადგილი მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ.

8. მეტი მოთმინება

ფიჯიზე ყველაფერი კუს ტემპით მოძრაობს. ცხოვრების რიტმი ძალიან ნელია და თქვენც ამ ტემპს უნდა შეუწყოთ ფეხი.

9. არ ატაროთ ავტომობილი მარჯვენა მხარეს

ფიჯიზე ავტომობილები გზის მარცხენა მხარეს გადაადგილდებიან. ღამის საათებში მოძრაობის დროს კი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იაროთ, ბევრ ადგილას გზა ძალიან გაფუჭებულია. ბევრგან განათება თუ საგზაო ნიშნებიც არ შეგხვდებათ.

10. არ დალიოთ ბევრი კავა

კავა ეს ველური წიწაკის ფესვებისგან დამზადებული მათრობელა სასმელია. მისი მირთმევა ნამდვილ ცერემონიად ითვლება. ერთი ფინჯანი კავის დალევა ცუდი აზრი არ არის, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება ძალიან საშიშია. კავა თავის და სახსრების ტკივილს, კოორდინაციის უნარის დარღვევას იწვევს. ამიტომ, კავის შემდეგ საჭესთან დაჯდომა სასტიკად აკრძალულია.

Shot of
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები