LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ქვეყანა, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ

147
17343520-web1-teacher

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ მასწავლებლის პროფესია საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე დაუფასებელია. ამაზე მეტყველებს პედაგოგების ანაზღაურება და ისიც, რომ თანდათან სულ უფრო ცოტა ადამიანი ეუფლება ამ პროფესიას ჩვენს ქვეყანაში. თუნცა არის ქვეყნები, სადაც პედაგოგები ნადვილად დაფასებულები არიან. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. თანხა დოლარებშია მოცემული და სკოლამდელი, დაწყებითი და სკოლის ასაკის მასწავლებლის წლიურ შემოსავალს მოიცავს, საპენსიო, ჯანმრთელობის დაზღვევის და საშემოსავლო დაბეგვრის გარეშე.

 

  • ლუქსემბურგი – 109 000 $

  • გერმანია 74 000 $

  • კანადა 67 000 $

  • ნიდერლანდები 63 000$

  • ავსტრალია -63 000$

  • აშშ – 62 000$

  • ირლანდია – 62 000$

  • დანია – 57 206 $

  • კორეა – 57 179 $

  • იაპონია – 51 000$

 

პოპულალურები