LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი ივლისიდან საქართველოდან ავსტრიაში შესვლის წესები მარტივდება

277
b1e6aafef0a6448788f6409e1354c068

1 ივლისიდან ავსტრიის რესპუბლიკაში შესვლის წესები მარტივდება. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავსტრიაში ავრცელებს.

„მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევების დროს, არამედ მგზავრობის სხვა მიზნების შემთხვევებშიც.

ამ შემსუბუქებით  ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის მოთხოვნებს (დეტალურად იხ. ქვემოთ).

ე.წ. 3 G წესი გულისხმობს: ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს, ან ცნობას კორონავირუსის გადატანის შესახებ, ან ტესტირებას.

საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს აქტუალური PCR-ტესტი (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა, ან ვაქცინაციის  დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება (❗️)

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ასევე ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისათვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს.

PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 10 წლის ასაკიდან.

ვაქცინირებულად მიიჩნევიან ის პირები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრია აღიარებს WHO-ს მიერ რეკომენდირებულ შემდეგ ვაქცინებს – BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac)  და  მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:

პირი ვაქცინირებულად მიიჩნევა:

–          ვაქცინის  პირველი დოზის გაკეთებიდან 22-ე დღიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში;

–          ვაქცინის მეორე  დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში; (ჯამში პირი ვაქცინირებულად ითვლება 9 თვის განმავლობაში,  პირველი აცრის გაკეთებიდან).

–         პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას  რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში.

–         ხოლო, ის ადამიანები რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ  და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად  ითვლებიან აცრის დღიდან 9  თვის განმავლობაში;

ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://www.formularservice.gv.at/…/user/formular.aspx და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839 ან მიიწერეთ ელ. ფოსტის საშუალებით: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები