LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1 ლარი და 1 თეთრი“ – მწარმოებლებისთვის ახალი პროექტი იწყება

381
67455101-955791584763659-4707119302686277632-n

ქართველი მეწარმეებისთვის ახალი პროექტი იწყება, სახელწოდებით –– „1 ლარი და 1 თეთრი. პროექტს ერთობლივად „საქართველოს ფოსტა” და Georgian Airways-ი განახორციელებენ. პროექტის მიზანია საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარება და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ კომპანიებს საშუალება მიეცემათ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ გაიტანონ მსოფლიოს 17 ქვეყნის მიმართულებით. ქართული ბიზნესის წახალისების მიზნით, ორი ეროვნული კომპანია თანხმდება ხელი შეუწყოს ქართული წარმოების იმპორტს.

დღეს,  11:00 საათზე, ტექნოპარკში  (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა, თბილისი) მხარეებს შორის უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

პროექტის „1 ლარი და 1 თეთრი” ფარგლებში შემუშავებული იქნა სპეციალური საექსპორტო სატარიფო შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ 1კგ. ტვირთის 1 ლარად და 1 თეთრათ გაგზავნას. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს.

საქართველოს ფოსტისტერმინალი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. ტერმინალის საბაჟო სასაწყობე ობიექტები აღჭურვილია საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და აეროდრომზე დამოუკიდებელი გასასვლელი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიაში დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტები. 2018 წელს „საქართველოს ფოსტის” ტერმინალმა უზრუნველყო 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის ექსპორტი.

„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დავეხმაროთ ეროვნულ წარმოებას ახალი ბაზრების აღმოჩენაში და ქართული პროდუქტის ექსპორტს ახალი მიმართულებებით. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას” – განაცხადასაქართველოს ფოსტისგენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

ავიაკომპანია Georgian Airways- არის ქართული კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის თვითმფრინავებით, როგორებიცაა: Boeing 737, Embraer და CRJ. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. Georgian Airways-ი ყოველდღიურად საშუალოდ ანხორციელებს 10 რეისს და 7 500 ტონა ტვირთის გადაზიდვას, ხოლო თვის ჭრილში ახდენს 225 000 ტონა ტვირთის ექსპორტს.

„Georgian Airways-ი კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართულ კომპანიებს ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას, არამარტო საჰაერო გადაზიდვების, არამედ ბიზნესის განვითარების კუთხითაც. Georgian Airways-ი როგორც ხიდი, აკავშირებს და მომავალშიც დააკავშირებს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო მომხმარებელთან” – აცხადებს ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები